თეგი: უკრაინის ერთიანობის დღე

შალვა პაპუაშვილმა უკრაინას ერთიანობის დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს. განცხადება შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. „14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 16 თებერვალი გამოცხადდა უკრაინის ერთიანობის დღედ და მსურს, ამ მძიმე პერიოდში უკრაინისთვის, ეს დღე მივულოცო ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. დღეს უკრაინის საელჩოში გაიმართება დროშის აღმართვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და მხნეობას ამ მძიმე პერიოდში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ  

თბილისის ანძა უკრაინის, საკრებულოს შენობა კი ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამასთან, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება. „სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! - ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.  

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ქვეყნის ეროვნული დროშა დრონების საშუალებით ჰაერში გაუშვეს

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ქვეყნის ეროვნული დროშა დრონების საშუალებით ჰაერში გაუშვეს. პერფორმანსის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო, ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რომ რუსული საფრთხის წინაშე უკრაინელები ერთიანი არიან. კიევის ქუჩებში გამოფენილია ეროვნული დროშები, ხოლო საღამოს სახელმწიფო შენობები უკრაინის დროშის ფერებში განათდება. ცნობისთვის, უკრაინაში დღეს, 16 თებერვალს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან თავდასხმის დაწყებას ვარაუდობდნენ, უკრაინის ერთიანობის დღე აღინიშნება. 

უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს

უკრაინა 22 იანვარს ერთიანობის დღეს აღნიშნავს. 1919 წელს, ამ დღეს უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (UPR) და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (WUPR) გაერთიანების აქტს მოაწერეს ხელი. დღესასწაული ოფიციალურად 1999 წელს დაარსდა. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომაზე, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიიღეს. უკრაინელებმა მას მხარი 1991 წლის პირველ დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირეს. უკრაინა მეორე წელია, ამ დღეს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე ხვდება.